სამართალდამცავებმა პაატრა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს

პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს გვიან ღამით სამართალდამცველებმა.

შემთხვევა თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის თემქის ოფისთან მოხდა. პარტიის წევრების მტკიცებით, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა მათ შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ავრცელებს.

გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ავტომობილიც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაგერმანიის ქალაქ ანსბახში აფეთქება მოხდა