სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, თ.ჩ-ს პირადი ჩხრეკისას, 10 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაში(video) ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში ავტოფარეხები და ავტომანქანები იწვის
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება