სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ბოლო დეტალიც გამოიძიონ, რათა ქვეყანაში დამთავრდეს ვიღაცების კადრების გავრცელება

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ბოლო დეტალიც გამოიძიონ, რათა ქვეყანაში დამთავრდეს ვიღაცების მიმართ კადრების გავრცელება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან სადმე განთავსება დანაშაულია და არ უნდა მოხდეს ამის წახალისება.

„მოგვწონს თუ არა რომელიმე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მსხვერპლი, ასეთი კადრების გავრცელების, ამ ადამიანის მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ბოლო დეტალიც გამოიძიონ, რათა ქვეყანაში დამთავრდეს, ვიღაცების მიმართ კადრების გავრცელება. ეს ურტყამს ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს. ერთი პირი დაკავებულია, სამართალდამცავებს მოვუწოდებ, ბოლომდე გამოიძიონ. ნებისმიერი სახით ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ან სადმე განთავსება დანაშაულია და არ უნდა მოვახდინოთ წახალისება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მისი გამავრცელებელი ყოველთვის უნდა დაისაჯოს, რათა რეალური პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტია არის ამის ორგანიზატორი – კახა კალაძე ტაქსის მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს
შემდეგი სტატია“ჯარის საქმეზე წავიყვანთ და დაგიბრუნდებათო” – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკავების დეტალებზე საუბრობენ