სამადაშვილი: ვაშაძემ დიდი როლი ითამაშა ენმ-სთვის, გაუგებარია თავდასხმა

“გრიგოლ ვაშაძე მოვიდა პარტიაში ძალიან რთულ მომენტში, მან ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მათ შორის, უპრეცედენტო ელექტორალური წარმატების უზრუნველყოფაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ჩემთვის ახლა გაუგებარია იმ ადამიანების მხრიდან თავდასხმა გრიგოლ ვაშაძეზე – “რა უფლება აქვს მას მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას” – რომლებსაც, მე მგონი, ერთი მეათასედიც არ გაუკეთებიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რაც ან გრიგოლ ვაშაძეს აქვს გაკეთებული ამ პარტიისთვის, ან მე. განსხვავებით სხვებისგან, როდესაც სხვები გარბოდნენ, ჩვენ ამ პარტიაში მივედით და ამ პარტიას დავეხმარეთ და ჩვენი პოზიცია განსაზღვრულია იმითაც, რომ ჩვენ ყველაზე კარგად, განსხვავებით ენმ-ს სხვა წევრებისგან, გვესმის საერთაშორისო კონტექსტი და სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას”, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგურიაში ორი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირი 300 მილიონ დოზა “ასტრა-ზენეკასა” და “ჯონსონ და ჯონსონზე” უარს ამბობს