ევროკავშირი 300 მილიონ დოზა “ასტრა-ზენეკასა” და “ჯონსონ და ჯონსონზე” უარს ამბობს

ევროკავშირი ასტრაზენეკასა და ჯონსონზე

ევროკავშირი 300 მილიონ დოზა “ასტრა-ზენეკასა” და “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინაზე უარს ამბობს, რომელიც ფირმებთან გაფორმებული კონტრაქტით იყო გათვალისწინებული – ამის შესახებReuters-ი ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება დაკავშირებულია მოწოდების ტემპებთან. ვაქცინის წარმოების ნელი ტემპის გამო ფარმა-კომპანია “ასტრა-ზენეკას” დროულ მიწოდებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ევროკავშირს დისტანცირება სურს ისეთი ვაქცინებისგან, რომელთაც მცირეოდენი, მაგრამ მაინც აქვთ იმის შანსი, რომ პაციენტებში თრომბოზი გამოიწვიონ.

Pfizer/BioNTech-ს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ევროკავშირი საკმარისი რაოდენობის ვაქცინით მოამარაგოს. “ასტრა-ზენეკამ” ევროკავშირი, კონტრაქტის მიხედვით, 400 მილიონი დოზა ვაქცინით უნდა მოამარაგოს, აქედან 300 მილიონი უკვე მიწოდებულია, “ჯონსონ ენდ ჯონსონმა” კი 400 მილიონიდან 200 მილიონი დოზით უკვე გადასცა ევროკავშირს. ორივე კონტრაქტით ფარმა-კომპანიებს 300 მილიონის დოზა დარჩათ ევროკავშირისთვის გადასაცემი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამადაშვილი: ვაშაძემ დიდი როლი ითამაშა ენმ-სთვის, გაუგებარია თავდასხმა
შემდეგი სტატიანატოს თვითმფრინავებმა ბალტიის თავზე რუსული გამანადგურებლები გააცილეს