სამადაშვილი – მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიღებაზე პოლიტიკური პარტიების მიწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება მოვლენები.

სამადაშვილი ფიქრობს, რომ „ამ პროცესს ოპოზიციამ შანსი უნდა მისცეს“.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, დღევანდელი მიღება არის ჟესტი მისი მხრიდან – ოპოზიციის დაპატიჟებაც და ჩვენი მხრიდან ვინც მიიღო ეს მოწვევა. დანარჩენს მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამ პროცესს ჩვენ შანსი უნდა მივცეთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივიდნენ