ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივიდნენ

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივიდნენ.
სხდომას არ ესწრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო “საქართველოსთვის” წევრმა შოთა წურწუმიამ – 12, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა ვინ უცნობია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ოცნებამ” შეძლო და რომელიღაც ოპოზიციონერი მოისყიდა.

ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა მუშაობს.

 

https://youtu.be/O_jcaqsTLBk

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა
შემდეგი სტატიასაქართველოს პოლიტიკურ საპატიმროდ ვერ აქცევთ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს