სამადაშვილი – კობახიძის განცხადებები ხელს ნამდვილად არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერები კრიმინალებად მოიხსენია. სამადაშვილის თქმით, კობახიძის ეს განცხადებები მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

“იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს ბატონი კობახიძე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები ხელს ნამდვილად არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესს და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა სიტყვას, რასაც მხარეები საჯაროდ ამბობენ ვფიქრობ, ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვის აქვს ის განწყობა, რომ ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები და არ დასრულდეს მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით. ბატონი კობახიძის მხრიდან კრიმინალურ ამპულაში მოხსენიება პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების ვფიქრობ, რომ მხოლოდ დამატებით დაბრკოლებას უქმნის ამ მოლაპარაკების წარმატებისთვის”,-თქვა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია
შემდეგი სტატიახობის ცენტრში სახლი იწვის – სახანძრო შემთხვევის ადგილას დაგვიანებით მივიდა