სამადაშვილი გვენეტაძეს – ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?!

ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?! – აღნიშნული კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ერთადერთი აქტუალური კითხვა, რაც პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ, არის ის, თუ როდის აპირებს თანამდებობიდან გადადგომას.

“სამწუხაროდ, დღეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის სხდომას ვერ ესწრება, მათ შორის თქვენი არც თუ მცირე წვლილის შედეგად. ის იძულებულია სასამართლოს სხდომას ესწრებოდეს, რომელიც მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ საქმეში სრულიად უპრეცედენტოა თქვენი როლი, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა. ამიტომ, ბატონი ბადრის ნაცვლად მე გისვამთ კითხვას, როდის აპირებთ გადადგომას?“ – მიმართა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე – 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება
შემდეგი სტატიაფოთის მუნიციპალიტეტი ყველაზე ღია და ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად დასახელდა