სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიში განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე. არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში“არა რუსულ კანონს” – ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნებაა