სალომე ზურაბიშვილი: ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნებაა

ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნებაა – ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “რეაქციის” წამყვანის კითხვას.

პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების” ცვლილება გამოწვეულია რუსეთის ზეწოლით.

ახლა უკვე ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე, და ისეთ ან, ან სიტუაციაში, ის რაც მოეთხოვება პრეზიდენტს ნეიტრალობა და შენარჩუნება სიფრთხილის და სახელმწიფოზე ფიქრი, უფრო მეტად, ეს დღეს, სახელმწიფოზე ფიქრი, არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და არის ამ გზის, ევროპის გზის გადარჩენა…

ეს ის მთავრობაა, რომელმაც მაშინაც გამოაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატურაზე წარვდგებოდით. მე ვფიქრობდი, რომ რაზე არის საუბარი, ჯერ ამის დრო არ მოსულა, ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. უცბად, ეს მთავრობა ზედიზედ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ეს აჩქარდა უკრაინის ომის შემდეგ, დაიწყო შარლ მიშელის ჩამოსვლით, როდესაც მისი დოკუმენტი დახიეს. მათი ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული რუსეთის ზეწოლით, რომელიც გაიზარდა და გაიზარდა. “ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მე არ შევცლილვარ – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”.

რაც არ მაქვს საზოგადოებისთვის ასახსნელი არის ის, რომ მე არ შევცვლილვარ. 72 წლის გავხდი და 60 წელი მაინც არის ის, რომ მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, საქართველო იყოს და დარჩეს დამოუკიდებელი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს დამონება. არ მეგონა, რომ მე იმ პერიოდში ვიქნებოდი, როდესაც მცდელობა განახლებული მექნებოდა. მე იმისთვის ვმუშაობდი, რომ რუსული ძალები გასულიყო, რადგან ეს იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ ყოფილიყო წარმატებული. მე არ შევცლილვარ. მაგრამ შეიცვალა, ან გააშკარავა, რაც იყო, მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია, რადგან ეს არის ის პარტია, რომელმაც შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია”, – ამბობს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: კობახიძემ გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ყველა დიპლომატიური წესი დაარღვია