სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა

პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზესტაფონში განაცხადა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ზესტაფონში ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავიდა.

მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღესვე კიდევ ორ ქალაქში – ხაშურში და ბორჯომში ჩავა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა.

ხელმოწერების კამპანიის დასრულებამდე 2 კვირა რჩება. ამ დროისათვის დამოუკიდებელი კანდიდატი უკვე 10 ქალაქში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდასაჭერად 45 ათასი ხელმოწერა შეიტანა
შემდეგი სტატიაქართულ-გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების „მრგვალ მაგიდის“ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორები დაესწრნენ