სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები

“უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს”-აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გასულ დღეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის