წულუკიანი: ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი

გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე ოპოზიციის იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც მწარედ იმედგაცრუებულები დარჩებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რამე უკეთესი შესთავაზონ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ. ოპოზიცია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ ჩამოაგდოს ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი. ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს და არა უადრეს. ოპოზიციისთვის შრომის დროა, მუშაობის დროა, დასერიოზულების დროა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა .

banner
წინა სტატიაშირა მსგავსებაა „ოცნებასა“ და ახალგათხოვილ ქალს შორის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები