სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრა. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართა.

„პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.

ქალბატონმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ჯარები კვლავ განიცდიან დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, მაგრამ ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულების გარკვეულ დასახლებებში
შემდეგი სტატიაBBC: ინგლისური ენის TOEFL-ის გამოცდის ორგანიზატორებმა რუსებს რეგისტრაცია აუკრძალეს