სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.

სალომე ზურაბიშვილი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაში“ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს,” – ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების დაბრუნების მოთხოვნით, კანონპროექტს წარადგენს