“ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს,” – ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე საუბრობს

მეორდება თუ არა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია? გალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი, თუმცა დაუდასტურებელი ინფომრაცია ვრცელება, რომლის მიხედვითაც 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლების თაგილონისა და ნაბაკევის საზღვართან მოხდა – ის იქვე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. ასევე დაუზუსტებელი ინფორამციით, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა – ამ ვერსიაში ეჭვი ეპარება საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. დღის ბოლოს მომხდართან დაკავშირებით განცხადება სახელმიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.

“ვერ დავიწყებ ვერანაირად სპეკულაციებს, ჩართული გვაქვს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ერთ-ერთის თაობაზე მოგახსენეთ, ასევე სხვა არხებითაც ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს. ეხლა სხვა ვარაუდების გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო,”-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი – ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და გულის უკმარისობა ჰქონდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება