“ევროპული საქართველო” ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების დაბრუნების მოთხოვნით, კანონპროექტს წარადგენს

განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს “ევროპული საქართველო” ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების დაბრუნების მოთხოვნით კანონპროექტს წარმოადგენს.

“ზოგადი უნარების გამოცდა იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ მოსწავლეებს რომლებსაც გააჩნიათ, კარგი ინტელექტუალური მონაცემები, ამ ზოგადი უნარების გამოცდით შედარებით ნაკლები მომზადების გზით შეეძლოთ შემდეგ გაეუმჯობესებინათ ქულა და მოხვედრილიყვნენ უმაღლეს სასწავლებელში. ნებისმიერ შემთხვევაში, აქამდე ზოგადი უნდარების გამოცდა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოცდა, ამიტომ ამ გამოცდის შენარჩუნება მიგვაჩნია რომ არის მნიშვნელოვანი. როგორც მინიმუმ, სამინისტრომ უნდა მეტი არგუმენტაცია მოიყვანოს, რატომ აპირებენ ამის გაუქმებას” – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება
შემდეგი სტატია“საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციები მორღვეულია” – გიორგი ბარამიძე