სალომე ზურაბიშვილი: ოკუპანტები რომ არიან, განა თვითონ არ იციან?

თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ BBC-მ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ძალიან განაწყენდა, როდესაც რუსეთის დელეგაციის ლიდერი (სერგეი გავრილოვი) იხილა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

“ეს იყო არამხოლოდ გასაკვირი, არამედ საწყენი მთელი მოსახლეობისთვის”, – თქვა მან.

მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები, რომელიც მოჰყვა გავრილოვის ქმედებას, იყო ერთგვარი გამოხატულება იმისა, რომ ქართველების იმედგაცურებულებიან არიან რუსეთის ქმედებებით, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და პერიოდულად ცდილობს მის დაშინებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან გულწრფელი და სამართლიანი პროტესტის შემდეგ, გარკვეული ნაწილი ეცადა, რომ ეს პროტესტი გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის.

“პოლიცია მთელი საღამო ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სანამ ცხადი გახდებოდა, რომ ეს იყო პარლამენტზე თავდასხმა”, – დასძინა მან.

BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, პრეზიდენტის აზრით, შეინარჩუნებდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა “რა თქმა უნდა, დარჩება”.

“რეგიონში საქართველოს სტაბილურობა პრობლემას უქმნის რუსეთს. დღეს, საქართველოში სტაბილურობა კი თავის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, ის კი ძალიან პატივცემული ადამიანია.

საქართველო უცვლელად დგას დასავლეთისკენ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მომავალ თვეს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას. სწორედ ამ დროს გაჩნდა დესტაბილიზაციის მიზეზი.

რასაკვირველია, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისა და ნატოსკენ. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ ბატონი მედვედევი თავს დამესხა, რუსეთს ოკუპანტი რომ ვუწოდე. აბა სხვა რა არის ის, განა არ იციან?!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალას პრესა.ჯი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონის, ნონა ხანგოშვილის – (თუმი დიშნი) პასუხი რამზან კადიროვის მუქარისშემცველ განცხადებაზე
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: რუსი ხალხიც ამათზე კარგად ვიცი და რუსული იმპერიული პოლიტიკის თავისებურებებიც…