სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა-იან კელი ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

იან კელი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამმხრივი შეთანხმებით დასრულებაზე, რომლითაც რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

“ამ “მშვიდობის დაბრუნებას” რუსული ჯარები ასრულებენ. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონალურ საქმეებში?” – წერს კელი.

ასევე, იან კელიმ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება გააზიარა.

“მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”. – თქვა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ვანის მერის მოადგილე, გონერი მეფარიშვილი, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი რყევებისგან მაქსიმალურად დავიცვათ ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები