სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა.

„ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს, უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებში, ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა