კახა კალაძე – დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებში, ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა

იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად, დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა.

„შობას გილოცავთ! იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია – ფანჯრებთან დანთებული სანთელი იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით. დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! გილოცავთ ქრისტეშობას“, – წერს კალაძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი