სალომე ზურაბიშვილი: “ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა”

“ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

“მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე ღამე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა,” – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები” -ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – სიგიჟეა, რაც ხდება