სალომე ზურაბიშვილი – ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, ვინ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, რაზე გაამახვილებს ყურადღებას ინაუგურაციის დღეს სიტყვით გამოსვლისას. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ არხს განუცხადა, რა თემებზე ისაუბრებს ინაუგურაციის დღეს, წინასწარ არ დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, პირველი შემთხვევაა, როცა ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია