სალომე ზურაბიშვილი : ეკლესიაზე, მის ლიდერზე შეტევები ვიხილეთ, საზოგადოების რეაქციამ დაამტკიცა ჩვენი შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად

სტაბილურობის მისამართით სამხედრო ხასიათის გამოწვევები არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები ხორციელდებოდა, თუმცა საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ.

„ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროს ფეიკური ახალი ამბები, როგორ ემუქრება ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული შეტევები საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა მოწიფულობა და შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: დიდი მადლობა შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტოკჰოლმში გამართული მინისტერიალისთვის
შემდეგი სტატიაუხუთის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს