სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, საქმიანი, ამას მისცა ხმა ქართველმა ამომრჩეველმა

ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელს საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„ცხრა პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგანაც უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც, პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული,რომ ყველა არ მონაწილეობდეს მასში და არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, დავძლიოთ კრიზისი. ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს არჩევნების მეორე ტური იმართება
შემდეგი სტატიახოშტარია ქართულ ოცნებას: რომ არ მოიწყინოთ ეგებ ერთმანეთს შეეჯიბროთ