სალომე ზურაბიშვილი – არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2016 00:52

სალომე ზურაბიშვილი – არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

მნიშვნელოვანი

  • სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

სხვა სტატიები

zurabishviliგამოყენებითი ურთიერთობებიდან უნდა გამოვიდეთ და ევროკავშირი კი არ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში.

“გამოყენებითი ურთიერთობები ჩვენი საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა, რადგან ჩვენ საბჭოთა კავშირს ვუყურებდით, როგორც ასატანს და ვიცოდით, როგორ გამოგვეყენებინა, რითაც დღესაც ვამაყობთ. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენ არ შეგვცვლის და პრობლემებს არ გადაგვიწყვეტს. პრობლემები თავად უნდა გადავწყვიტოთ და უნდა ვისწავლოთ, ისევ როგორ გავხდეთ ევროპელები.

“ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, რაც უნდა გავაგრძელოთ. არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ. ილუზიებით და მითებით ცხოვრება არ ვარგა. ევროპა საქართველოსთვის ერთადერთი პერსპექტიული გზაა. ძალიან მაინტერესებს, რუსეთი, რომელმაც საკუთარ საზოგადოებას მითების გარდა ვერავითარი პერსპექტივა ვერ მოუტანა, რომელიმე მეზობლისთვის მიმზიდველი და პერსპექტიული როგორ უნდა გახდეს?! მასთან, რაც შეიძლება დალაგებულ ურთიერთობებში რომ უნდა ვიყოთ, ეს ელემენტარულია, რადგან რეალური პოლიტიკა ამას მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერსპექტივა შეიცვალა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2016 00:52