სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

„მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომა დატოვა.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოუწოდა, რომ საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან იმ ტიპის განცხადებები არ ჯდება კომიტეტის მუშაობის პროცედურაში. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს და კახიძეს მიმართა, რომ ან დაწყნარებულიყვნენ ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაიმედა გუგუშვილი არ დაგვიწინაურებია- პროკურატურა