სალომე სამადაშვილი : გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო

news
ავტ.: news ნოემბერი 12, 2020 12:37

სალომე სამადაშვილი : გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო

გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელეტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენ გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა.

10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.

news
ავტ.: news ნოემბერი 12, 2020 12:37