სალია: თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ქიბარ ხალვაში ნამდვილად არ იყო

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ქიბარ ხალვაში ნამდვილად არ იყო, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი მქონდა. ჩვენი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ სარჩელი არის ხანდაზმული და არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ქიბარ ხალვაში ნამდვილად არ იყო და ეს მის ჩვენებაშიც არის ასახული“,-განაცხადა სალიამ.

მისი განმარტებით, სასამართლოს ერთი თვე აქვს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაწეროს.

„მოსარჩელე მხარე ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუ სარჩელი არ კმაყოფილდება, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებებს. შესაბამისად, სასამართლომ ყადაღისგან გაათავისუფლა როგორც ქიბარ ხალვაშის დაყადაღებული წილები, ასევე „რუსთავი 2“-ის დაყადაღებული ქონება, თუმცა, თუ მეორე მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ავტომატურად ვერ მოხდება ამ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და ეს ქონება დავის განხილვის ბოლომდე დარჩება“,-განაცხადა სალიამ.

 

 

banner
წინა სტატიაშიუგულავა: მე ხაზგასმით ვსაუბრობ შეთანხმებაზე, შერიგება ინდივიდუალურ აქტად მიმაჩნია
შემდეგი სტატიაკალაძე ოპოზიციას: იმედია, ოდესმე მიხვდებით, რამხელა შანსი გაუშვით ხელიდან თქვენი ქალაქის ინტერესებისთვის გემსახურათ