საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს: დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ გამკაცრდეს რეგულაციები

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ გახდეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ “ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი მართვადი იყოს, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე – ქვეყნის ეკონომიკას”.

საბჭოს სხდომაზე ასევე ითქვა, რომ უნდა გამკაცრდეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციების აღსრულების კონტროლი.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში, დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – აუცილებელია ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა