საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხვალ შესაძლოა ვერ შეიკრიბოს

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სრული შემადგენლობით ხვალ დარბაზში შესაძლოა ვერ შეიკრიბოს. რამდენიმე მოსამართლე გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების სარჩელების განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაა.

პროკურატურამ კი შუალედური დასკვნა დადო. რამდენიმედღიანი დაკითხვების შემდეგ შოთაძის უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ გამოკითხული მოსამართლეები მათზე ზეწოლის ფაქტებს არ ადასტურებენ. ჩვენება მისაცემი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დარჩა.

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ დილით უნდა გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიშეიხი მუბარაკ ალ ნაჰიანი: „საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისთვის“
შემდეგი სტატიადავით ნარმანია „ილიაობას“ დაესწრება