საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სამაუწყებლო კომპანია

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინაროებს. ტელეკომპანია “საქართველო” სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.
მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დასრულებული იყო, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს ერთ წევრს საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლება მიეცა.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს.

banner
წინა სტატიაშილიტველი ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება