საკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად, ორი ახალი ავტომობილი შეიძინა

საკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად ორი ახალი, Toyota Rav4 prestige შეიძინა. ხელშეკრულება, რომელიც ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვის გზით გაფორმდა ავტომობილების ღირებულებად 139 700 ლარია მითითებული,-ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცნობით ტოიტა ცენტრი – თეგეტა ვალდებულია, სასამართლოს ორი ახალი ავტომობილი მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე მიაწოდოს.

სასამართლო ავტომობილის მიმწოდებელს 111700 ლარს ნაღდი ფულის სახით გადაუხდის, ხოლო დანარჩენი თანხა, 28 ათასი ლარი ჩანაცვლდება საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე არსებული ორი ავტომობილით – Mercedess Benz S500-ის ღირებულება 25 ათასი ლარია, ხოლო Volkswagen Passat-ის – 3 ათასი ლარი.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურის მასალები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო”
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ