ნინო ლომჯარია: როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ

29 მილიონ 212 ათასი ლარი – 2016 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის შეწირული თანხის შესახებ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია საუბრობს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მიმდინარეობს შემომწირველი პირების გამოკითხვაზე დაბარება, ასევე მათი დიდი ნაწილი უკვე გამოიკითხა. ლომჯარიას თქმით, გადაწყვეტილება იღებს სასამართლო და იმ შეთხვევაში თუ შემომწირველს ელემენტარული შემოსავალი უფიქსირდება, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოწირულობა დასაბუთებულია და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

„როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ, მათი ხარჯების შესახებ და სხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას და შემდეგ ვაანალიზებთ ამას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად ქონდა პირს საშუალება, რომ hქონოდა დანაზოგი და პარტიის სასარგებლოს შემოწირულობა განეხორციელებინა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, ჯარიმა საკმაოდ მაღალია. ის წარმოადგენს ორმაგ რაოდენობას, რაც შემომწირველმა ბიუჯეტში განახორციელა.

„თუ პირის შემოსავალი არის ნული და აქვს ვალები და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დგება ხოლმე გადაწყვეტილება, რომ დაჯარიმდეს ეს პირი,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

 

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად, ორი ახალი ავტომობილი შეიძინა
შემდეგი სტატიაზურაბ ალავიძე: გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხვალ დილიდან, შესაძლებელი იქნება ტრაილერებიც გავატაროთ