საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელი თავისუფალმა დემოკრატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ სექტემბერში შეიტანა.

ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები ბაღების სააგენტოში – მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა