საკონკურსო კომისიის 3 წევრი ტექნიკური უნივერსიტეტიდანაა

ცესკოს თავმჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ორი წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია. ის 11 წევრისგან შედგება,  აქედან 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 6 პროფესორები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

სამi წევრი ტექნიკური უნივერსიტეტიდანაა. ჯერ უცნობია, რატომ მოხდა კომისიის ასე დაკომპლექტება, რადგან თავიდან არსებობდა მოლოდინი, რომ უნივერსიტეტებს შორის 3 კერძო იქნებოდა, 3 კი სახელმწიფო.

კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს 6 ივლისის საღამოს 6 საათამდე აქვთ ვადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ. კანდიდატების განხილვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. კომისიას მაქსიმუმ 3 კანდიდატის მხარდაჭერა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძეს ცესკო-ს თავმჯდომარედ, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მოსწონს
შემდეგი სტატიახულოში დღეს 4 მოქალაქე 100 წლის გახდა