“საკითხის გაპოლიტიზირებით შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას” – მდინარაძე TBC-ის საქმეზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე TBC ბანკის ირგვლივ პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გაკეთებას გამოძიებისთვის დამაზიანებელს უწოდებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, კითხვები საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც საგამოძიებო უწყებებთან უნდა ჰქონდეთ. მდინარაძე ამბობს, რომ ფინანსურს ინსტიტუტებს მოფრთხილება სჭირდება, თუმცა საზოგადოება გამოძიების შედეგებზე უნდა იყოს ორინტირებული.

„თუ ჩვენ ზედმეტ პოლიტიზირებას მოვახდენთ, შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას და სამართალდამცველი ორგანოებისა და საზოგადოების შესაბამის ინტერესებსაც არსებითად დავაზიანებთ. მთავარი კითხვები, რომელიც სამართალწარმოებასთან არის დაკავშირებული, უნდა მივმართოთ გამოძიებისკენ და მის შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მას უნდა მოვუფრთხილდეთ,“ – აცხადებს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ერთმანეთის დარწმუნება-გადარწმუნებაში ჩამოიშალა ხელისუფლების ,,ოცნება”!
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი მაკრონს ელისეის სასახლეში ხვდება