საკითხებზე რაზეც ,,ქართული ოცნება” პრემიერთან იმსჯელებს ცნობილია

“ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, დღეს ფრაქციის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტარები პრემიერს წარუდგნენ იმ თემებს, რომლებიც საგანგებო მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის და ჩააყენებენ საქმის კურსში იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს აქვს.

გარდა ამისა, ვოლსკის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოხდეს შეთანხმება რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით. “უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას.

დეპუტატები ასევე გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღევანდელ შეხვედრას შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დაესწროს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელია და გასაკვირი არაფერია იგი შეხვედრას დაესწროს. თუმცა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ ივანიშვილი პოლიტსაბჭოსა და ფრაქციის სხოდმას ორჯერ “ქართული ოცნების” თხოვნით დაესწრო, თუმცა დღეს ყოფილი პრემიერისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ და მისი დასწრება არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – უძღები შვილის იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზეა
შემდეგი სტატიაპოლიციელებთან დაპირისპირება თელავში – დაკავებულია რამდენიმე ახალგაზრდა