სახიფათო SAMSUNG Galaxy Note 7 ხანძარს აჩენს და ხელში ფეთქდება!

14285155_640716339421890_1084604446_oსამხრეთ კორეულმა კომპანიამ SAMSUNG-მა 2 აგვისტოს დიდი ზარზეიმით აღნიშნა ახალი, მეშვიდე თაობის სმარტფონის Galaxy Note 7 გამოსვლა, რომლის იმიჯიც სექტემბის პირველ ნახევარში მკვეთრად შეიცვალა…
გასული კვირეების განმავლობაში ყოველ ორ დღეში ერთხელ მსოფლიო მედიის ფურცლებზე იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სმარტფონი ვინმეს ან აუფეთქდა ხელში, ან აალდა და ხანძარი გააჩინა… რის გამოც კომპანიამ ტელეფონების გათიშვა მოითხოვა და ეს მოდელი უკან გამოიწვია.
Galaxy Note 7 იმდენად საშიში გახდა, რომ მისი თვითმფრინავზე ატანა და ბაგაჟში ჩაბარება, აშშ-ს თითქმის ყველა ავიაკომპანიის რეისებზე აკრძალეს… აშშ-ს ავიაკომპანიებს მიბაძეს ,,აირ ფრანსმა,, სხვა ევროპულმა, აზიურმა და ავსტრალიურმა ავიკომპანიებმა. დაფიქსირდა შემთხვევები, რომლის დროსაც ზემოაღნიშნული სმარტფონი ავტომობილში, სახლში და ოფისებში სერიოზული ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა… ორიოდე დღის წინ კი, ნიუ-იორკში ამ ტელეფონით 6 წლის მოზარდმა, რომელიც სმარტფონში ვიდეოს უყურებდა, სერიოზული დამწვრობა მიიღო.
Galaxy Note 7-მა იმდენად გაუფუჭა რეპუტაცია კომპანია SAMSUNG-ს, რომ მან ბოლო ორი კვირის მანძილზე საკუთარი კაპიტალიზაციის 22 მილიარდი დოლარი, ანუ კომპანიის ღირებულების 11% დაკარგა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: თიბისი ბანკის მიერ ბანკ რესპუბლიკის შეძენა არის საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში სერიოზული უკან გადგმული ნაბიჯი
შემდეგი სტატიაოჯალანი ანკარას კონფლიქტის მოგვარებას სთავაზობს