სახიფათო ექსპერიმენტებია და ცუდად სრულდება ეს – ბესელია ტვ “პირველის” მფლობელის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

სახიფათო ექსპერიმენტებია და ცუდად სრულდება ეს – ამ განცხადებით მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, ტვ “პირველის” მფლობელის, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

ბესელია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები “ცუდად სრულდება”.

“სახიფათო ექსპერიმენტებია და ცუდად სრულდება ეს… გვინახავს რეპრესიები ყველა სახის და რაღაც მაინც უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ წარსულისგან…,”-აცხადებს ბესელია.

ტვ “პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად წერეთელი ადასტურებს. ის პროკურატურაში მოწმის სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხება.

საქმე ეხება ფულის გათეთრების მუხლით დაწყებულ გამოძიებას. წერეთელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს ზღვა სახლთან გადააქვს?! – გურიის ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდებიან
შემდეგი სტატიაინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს