სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი.. უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ – ლანდსბერგი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგის აცხადებს, რომ “ოცნების” მიერ პირველი მოსმენით ხელმეორედ მიღებული რუსული კანონის ამჟამინდელი ფორმულირება არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. გამოცემა Delfi-ს ცნობით, აღნიშნულზე მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას. თუმცა, სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს – მან უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს”, – ამბობს ლანდსბერგისი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ
შემდეგი სტატიადიახ ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია – გომელაური “რუსულ კანონზე”