სახელმწიფოს ამოცანაა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე არ დაუშვას დაპირისპირება-ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს ამოცანაა, დღეს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე დაპირისპირების ის ხარისხი არ დაუშვას, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ყველამ ქვეყანაზე უნდა იფიქროს, ერთმა მხარემაც და მეორემაც.

„ზოგიერთ პოლიტიკოსს შევახსენებ, რომ პოლიტიკის გარდა არსებობს ქვეყანა, სამშობლო, რომელზეც მეტი უნდა ვიფიქროთ. კანონი ყველასთვის ერთია, ადამიანი რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს. კანონი არ უნდა დაირღვეს, კანონი ყველასთვის ერთია. ამ ყველაფერს მივესალმები თუ არა, ეს მეორე საკითხია, რადგან ჩემი დამოკიდებულება და ემოცია მაქვს, მაგრამ იმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მაქვს, რომ დაპირისპირების ის ხარისხი არ დავუშვა, რამაც შეიძლება, სახელმწიფოს საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“კავშირი ბატიაშვილის გადაწყვეტილებასა და ია კერზაიას საქმეს შორის არ არსებობს “
შემდეგი სტატიავერის ბაღში პროპუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავენ