“კავშირი ბატიაშვილის გადაწყვეტილებასა და ია კერზაიას საქმეს შორის არ არსებობს “

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა ია კერზაიას საქმე უკავშირდება. თეა წულუკიანი გადაჭრით ამტკიცებს, რომ მიხეილ ბატიაშვილმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

“რაკი ჩვენ ასე ვიცით, კაბინეტის წევრებმა, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს სარწმუნო ინფორმაციაა ჩვენი კოლეგის შესახებ. მას თავად სურდა, რამდენიმე ხანია, რომ აღარ გაძღოლოდა ამ უწყებას და მიმართა განცხადებით და თხოვნით პრემიერ-მინისტრს. რა თქმა უნდა, სპეკულაცია ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი მის გადაწყვეტილებასა და კერზაიას საქმეს შორის არ არსებობს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

banner
წინა სტატიაშიოთარ თავართქილაძე- „ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სწორი და სამართლიანი“
შემდეგი სტატიასახელმწიფოს ამოცანაა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე არ დაუშვას დაპირისპირება-ვოლსკი