სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2019 10:48

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი
სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი
მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები
დაესწრნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ
სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს
გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას
შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამხედრო ფიცის დადების
შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა წარჩინებულ
სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის
სიგელები გადასცა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2019 10:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics