სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი
მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს ყალბი
საქართველოს ბინადრობისა და მართვის მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600
აშშ დოლარად მიჰყიდეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისაინტერესოა ვინ უწყობს ამას ხელს ქართული მხარიდან და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს – მესამე სექტორი თბილისში დაგეგმილ გორჩაკოვის ფონდის ფორუმზე
შემდეგი სტატიაშრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრება – ენმ-ს ინიციატივაზე პარლამეტში იმსჯელებენ