სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის დაკითხვა დღეს განახლდება

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის დაკითხვა დღეს უნდა განახლდეს. პროცესი გუშინ, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიდო.

უახლოეს დღეებში მთავარი აუდიტორი შესაბამისი ორგანოებისთვის აპირებს იმ დოკუმენტების წარდგენას, რის გამოც, მისი მტკიცებით, კონფლიქტიც მოხდა.

საუბარია თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების არაკანონიერად გადაცემაზე.

პარალელურად, დღეს ბრიფინგს მართავენ ოთარ ფარცხალაძის უფლებების დამცველები.

ადვოკატების მტკიცებით, 13 მაისის ღამით მომხდარი კონფლიქტის ინიციატორი ოთარ ფარცხალაძე არ ყოფილა და თორდიას მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის პროექტი – გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს