სახელის შერჩევის პროცესში ვართ და მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით – გოცირიძე ახალ პოლიტიკურ ჯგუფზე

“დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში.
სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით:)
ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ:)” – წერს რომან გოცირიძე, რომელმაც ხატია დეკანოიძესთან ერთად, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შექმნა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საბრძოლო მასალით დატვირთული სატვირთო ბენზინმზიდს დაეჯახა
შემდეგი სტატიაეს იყო ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის გამოსვლა – ღუდუშაური