“მოსამართლეებს რუსთავი 2-ის გამართლებით შეუძლიათ გადაარჩინონ სასამართლო სისტემაც” – ბაჩუკი ქარდავა

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2- ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამ წუთებში პოლიტიკური პარტიები და საზოგადეობისთვის ცნობილი სახეები აქციას მართავენ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დღეს წყდება არა მხოლოდ რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების ბედი, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ბედიც.

“წყდება რუსთავი 2-ის ბედი და ე.ი. სიტყვის თავისუფლების ბედი ერთის მხრივ და მეორე მხრივ წყდება, რამდენად თავისუფალი იქნება ჩვენი სასამართლო სისტემა.

იმით, რაც გამოირა რუსთავი 2-მა სხვასახვა ინსტანციაში, დავინახეთ, რომ სასამართლო არის ხელისუფლების კონტროლქვეშ.

დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რუსთავი 2-ის გამართლებით შეუძლიათ გადაარჩინონ სასამართლო სისტემაც.

თქვენ ხედავთ საზოგადოების აქტივობას, ეს აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება. უკანასკნელ წუთამდე დადგება თითოეული ქართველი და დაიცავს სიტყვის თავისუფლებას” – აგანცხადა ენმ-ის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიქართული მხარე ცხინვალს განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას სთავაზობს
შემდეგი სტატია“სახალხო დამცველისგან უფრო მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, რისი მოწმეა ომბუდსმენი”- ბესელია