“სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს,” – ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციებისას დაკავებულებს ეხმაურება.
“სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს!” – წერია განცხადებაში.